ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

05.03.2020წ.

2022 წლის 4 მარტიდან ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
4 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ღარის, შეუბნის, უწერის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე ასევე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მხარის რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები გიორგი ნოდარიშვილი და ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, მოადგილეები ალავერდი ხვედელიანი და გიორგი მარკოიშვილი, ასევე რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სოფლის საერთო კრება. მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 8 მარტს დასრულდება

Related posts

მიმდინარე წლის 13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და წარმატებულ სპორტსმენებთან ერთად, საზოგადოებრივ სივრცეებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნერგები დარგო და ქალაქის გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო