ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

02.12.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
2 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე მერმა – სერგო ხიდეშელმა აღნიშნა, რომ გიორგი ნოდარიშვილი კერძო თუ საჯარო სექტორში შეძენილ მრავალწლიან გამოცდილებას ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოახმარს, რისთვისაც აქვს კონკრეტული გეგმები. ის საფინანსო-საბიუჯეტო, შიდა აუდიტის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებსა და მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილებას გაუწევს კურირებას, ხოლო ლევან შერაზადიშვილი, 2017 წლიდან მუშაობს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში და ამ დრომდე იკავებდა მერის წარმომადგენლის პოზიციას ქ.ონში.
გიორგი ნოდარიშვილმა და ლევან შერაზადიშვილმა ონის მუნიციპალიტეტის მერს – სერგო ხიდეშელს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან ახალი გამოწვევებისათვის.
“ჩვენთვის უმთავრესია თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა. მჯერა, რომ ჩვენს გუნდთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ონის მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ“ – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს სერგო ხიდეშელმა.

Related posts

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე

ა(ა)იპ უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის ორგანიზებით და ამავე სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, სააღდგომო თემატური გამოფენა გაიმართა

მიმდინარე წლის 25 აპრილს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.