ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა გრძელდება

30.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრების გადაცემა გრძელდება.
აღნიშნული საჩუქრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კატეგორიის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მერის წარმომადგენელმა ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილმა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს წინასწარე მიულოცეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, სააღდგომო ტკბილეულის კალათა გადასცეს და ბედნიერი მომავალი უსურვეს.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს