1
06.01.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო – საშობაო საჩუქრების დარიგება გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან ერთად, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს საჩუქრები გადასცა.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ინიციატივით და ორგანიზებით საშობაო საჩუქრები გადაეცა ასევე ააიპ ონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს