ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები 2 იანვარს გაიმართება

23.12.2021წ.

2 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.
საღამოს საათებში გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები.
ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით.
ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
საახალწლო ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტში 2 იანვარს შემდეგი განრიგით გაიმართება :
12:00 – 17:00 საშობაო მელოდიები (ფონური მუსიკა)
14:00 – 14:15 დრამერების მარში, საკარნავალო მსვლელობა – ღონისძიების საზეიმო გახსნა
14:00 – 18:00 საშობაო მარკეტი
14:00 – 17:00 სახის მოხატვა
14:00 – 18:00 თოვლის ბაბუას მიღება სანტას სახლში (ყოჩაღი ბავშვების დასაჩუქრება)
14:15 -15:00 ანიმატორებისა და ჟონგლიორი სანტების შოუ
15:00 – 15:40 თეატრი ბორბლებზე ( ამონარიდები სპექტაკლებიდან, ილუზიონისტის შოუ, თოჯინების ჯაზ ბენდი)
15:40 – 15:50 დრამერების მარში, საკარნავალო მსვლელობა
16:00 – 17:00 ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი
18:30 – 19:00 ოთო ნემსაძე და ბენდი
19:00 – ფოიერვერკი
ონის მუნიციპალიტეტის მერია ბედნიერ შობა – ახალ წელს გისურვებთ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა