ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

15.03.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მეწარმეებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს 2024 წლის მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე. ს.ხიდეშელმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდა სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და შპს „ჯეოექსპერტი“ საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content