ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

24..06.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ბაჩანა მარკოიშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული ობიექტები მოინახულა, ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
1. სოფელ უწერაში- სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ ჰიდროტექნოლოგიური ცენტრი“.
ჯამური ღირებულება – 339041,99 ლარი.
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო 100% , 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.
2. სოფელ ჯინჭვისში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – ი/მ გიორგი მეტრეველი
ჯამური ღირებულება – 15 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 10 000 სახელმწიფო , 5000 ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სოფელ ხირხონისში – გზის რეაბილიტაცია.
შემსრულებელი – შპს „ სამშენებლო- სარემონტო სამმართველო- სევერო- ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“
ჯამური ღირებულება – 89680 ლარი.
დაფინანსების წყარო – სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.
4. სოფლებში: ნიგავზები, ფარავნეში, შეუბანი, წოლა და სევა – გარე განათების მოწყობა .
შემსრულებელი – შპს „ გ ჯ 2019“
ჯამური ღირებულება – 20 000 ლარი.
დაფინანსების წყარო – ადგილობრივი ბიუჯეტი.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა სოფელ ღარში მცხოვრებ მოსახლეობას

შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით- კონკურსი გამოცხადდა

25 აპრილს, ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ, ონის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ონკოლოგიური პაციენტების დასახმარებლად განხორციელდა კამპანია -“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე