ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

07.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფ. შარდომეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრის მოწყობის მიმდინარეობის პროცესს.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “ცოტნე“-მ შეასრულა.

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 540 442 ლარს შეადგენს.

სოფ. შარდომეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content