ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

05.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სოფ. ფარახეთში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო დასრულებული გზის რეაბილიტაციის მდგომარეობას.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფ. ფარახეთის საავტომობილო გზის დაახლოებით 1 კმ სიგრძის მონაკვეთს, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხების და მიწისქვეშა გადამღვრელების გათვალისწინებით.
სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შპს “ამბროლაურის ავტოგზა N10”-მ შეასრულა.
აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა (90% სახელმწიფო – 10% ადგილობრივი ბიუჯეტი).
პროექტი მრავალწლიანია და სოფ. ფარახეთის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს გაგრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content