ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

30.11.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ხირხონისში დასრულდა საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები, ასევე განხორციელდა მეწყრისგან დაზიანებული გზის რეაბილიტაცია.
30 ნოემბერს სოფელ ხირხონისში იმყოფებოდა ონის მუბიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად და ადგილზე გაეცნო შესრულებული სამუშაოების მდგომარეობას.
საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა შპს „ორვოს“ მიერ, დაფინანსდა 100% ადგილობრივი ბიუჯეტით და ღირებულება შეადგენდა 65298 ლარს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა