ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

25.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
24 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი , მეწარმესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღარის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სკოლაში მიმდინარე დაზიანებული მონაკვეთების (იატაკი, კარ-ფანჯარა, სველი წერტილი) რეაბილიტაციის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ი/მ” თეიმურაზ სხიერელი” ასრულებს.
ღირებულება შეადგენს 17878.8 ლარს .
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო ბიუჯეტი

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ონის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა