ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25.08.2021წ.

25 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის ( covid 19 )-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციის მხარდამჭერი შტაბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა , რომელსაც უძღვებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში და მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. შეფასდა ადგილზე ვირუსის მართვის საკითხი. განიხილეს მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაქცინირებული და ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების აღრიცხვის საკითხი ,
მოსახლეობის დამატებით რისკებისგან დაცვის მიზნით დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები .
მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, მათ შორის გეოგრაფიული მდგომარეობის თვალსაზრისით, უახლოეს ხანში შეიქმნება მობილური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით ჩაერთვება პროცესებში. აღნიშნული ჯგუფი მერიის კოორდინაციით უზრუნველყოფს, ხელმისაწვდომი გახადოს ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზებით ვაქცინაციის მოქმედი ცენტრით სარგებლობას ვერ ახერხებენ, ასევე სამედიცინო პერსონალს ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესში მოხალისეები დაეხმარებიან.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს ვაქცინაციის მიმდინარეობაზე ონის მუნიციპალიტეტში, არსებულ საჭიროებებზე, დაგეგმილ ღონისძიებეზე,
შეხვედრის ბოლოს დავით ჩიკვაიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების დაცვაზე, და აღნიშნა , რომ ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაშია.

Related posts

მირიან მაისურაძე თავისუფალ ჭიდაობაში, ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

პროექტი „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ გრძელდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა