7
19.08.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
19 აგვისტოს,ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ამხანაგობა ,,დელტამშენი”ასრულებს.
ღირებულება შეადგენს 699 900 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.