ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

27.04.2021.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
27 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე და მერის წარმომადგენელი ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილი იმყოფებოდნენ ა(ა)იპ საბავშვო ბაღში და ადგილზე გაეცნენ ბაღში სარეაბილიტაციო , სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,დელტამშენი” . ღირებულება შეადგენს 699 900 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს