6
07.05.2020წ.
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა.
დღეს, 7 მაისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ეკა მაისურაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაჩანა მარკოიშვილი, მერის წარმომადგენელთან საკაოს ადმინისტრაციულ ერთეულში და მერიის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საკაოში ( ბასუკაანთ უბანი) იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სასმელი წყლის სისტემის მოწყობის საკითხს.
აღნიშნული სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსდა.