ონის მუნიციპალიტეტში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში სკრინინგის აქცია მიმდინარეობს

23.10.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში სკრინინგის აქცია მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტში, „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ეგიდით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის სკრინინგის აქცია მიმდინარეობს.
სკრინინგის მიმდინარეობას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად გაეცნო.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ჩაიტარონ სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევა. კერძოდ, 40-70 წლის ქალებისთვის ტარდება ძუძუს კიბოს სკრინინგი, 25-60 წლის ქალებისთვის — საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ხოლო 50-70 წლის მამაკაცებისთვის — პროსტატის კიბოს სკრინინგი. ამასთანავე, შესაძლებელია პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია.
სკრინინგის აქცია ასევე წარმატებით ჩატარდა რეგიონის სამ – ლენტეხის, ცაგერის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება მიზნად ისახავს ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათი ადრეული გამოვლენის ხელშეწყობასა და მოსახლეობისთვის პრევენციული გამოკვლევების ხელმისაწვდომობის გაზრდას

Related posts

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი იუბილარია

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდა