ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა

17.05.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე საზეიმო მსვლელობით აღინიშნა.

კოსტუმირებულ მსვლელობაში ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი “ორბა” მონაწილეობდა.

ანსამბლის წევრებმა ეროვნული სამოსით ქალაქის ქუჩებში მსვლელობა გამართეს.

ეს არის დღესასწაული, რომელიც საქართველოს ისტორიულ -კულტურულ მემკვიდრეობისადმი პატივისცემას გამოხატავს.

სამოსი ხალხის ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესის გარემო-პირობების საფუძველზე.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე   ეროვნული დღესასწაულთან დაკავშირებილ  საზეიმო მსვლელობას შუერთდა.

“განსაკუთრებული სიამაყით ვუერთდები ამ ლამაზ ტრადიციას. ჩვენი სამოსი მხოლოდ ტანსაცმელი არ არის ის ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ქართული იდენტობის ნაწილია.

ვულოცავ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს და მადლობას გიხდით, რომ ერთად ვინარჩუნებთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს.”- აღნიშნა დავით ლობჟანიძემ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა