ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

by magda

25.03.2026წ

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების არსებობა მხარეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტურიზმის განვითარებისა და რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოების თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის აღდგენას.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება ხაზი გაუსვეს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მნიშვნელობას. დაიგეგმა მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ექნებათ შესაძლებლობა, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებით.

 

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content