ონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

08.05.2023წ.

8 მაისს ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრები შედგა როგორც სამუშაო ჯგუფთან, ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან. მხარეებმა იმუშავეს მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიის სიტუაციურ ანალიზზე, განიხილეს გამოწვევები, შესაძლებლობები. ასევე, განიხილეს პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პრობლემების უკეთ გაცნობის მიზნით, დასახეს სამომავლო გეგმები. ღია დიალოგის ფარგლებში, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები, განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად, შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას.
აღნიშნული პროექტი USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამისა და ონის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

Related posts

31 ივლისს, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართება ონის საპატიო მოქალაქის, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელმწიფო დრამატული თეატრის დამსახურებული მსახიობის თამაზ (გია) ჯაფარიძის საიუბილეო საღამო

30 ივლისს, ქალაქი ონში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით სკრინინგის აქცია ჩატარდება

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.