ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა

12.02.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტს თბილისის მერიამ ოთხი ერთეული ავტობუსი გადასცა.

ავტობუსები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შუქურა ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.

ავტობუსები შემდეგი მიმართულებით დაინიშნება: ონი-ამბროლაური-ონი; ონი-უწერა-შოვი-ონი; ონი-ქვედრულა-ირი-ონი, 13 თებერვლიდან კი ექსპლოატაციაში შევა ონი-ამბროლაური-ონის მარშუტი.

ტრანსპორტირება განხორციელდება ყოველდღე, 08:30 საათზე დემეტრე მეორის მოედნიდან და 15:00 საათზე ამბროლაურიდან, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ტექნიკური საკითხების დაზუსტების და ტარიფების დადგენის დასრულებამდე, ონი-ამბროლაურის მარშრუტი, ონის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით იმოძრავებს უფასოდ ერთი თვით – 13 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით.

ინფორმაცია აღნიშნული მარშუტების სრული დატვირთვით ექსპლოატაციაში შესვლისა და ტარიფების თაობაზე, ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე განთავსდება ონის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე და განცხადებების სახით

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა