ონის მუნიციპალიტეტსა და ააიპ “მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11.02.2022წ.

11 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტსა და ააიპ “მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებმა გიორგი ნოდარიშვილმა და ლევან შერაზადიშვილმა ააიპ “მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის” წარმომადგენლებს უმასპინძლეს, რა დროსაც მხარეები ზემოხსენებული მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავებენ ერთობლივ პროექტებს, პროგრამებს და განახორციელებენ ონის მუნიციპალიტეტში.
აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს ტურისტული სფეროს დარგობრივ განვითარებას, მოსახლეობაში ტურიზმის სფეროს მიმართ ცნობიერების ამაღლებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ა.შ.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ონის მუნიციპალიტეტში ტურიზმის აღორძინებასა და განვითარებას, ტურიზმის სფეროში დასაქმებული კადრების გადამზადებას და სერტიფიცირებას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ტურისტულ საქმიანობაში, შემუშავდება მნიშვნელობანი ტურისტული მარშუტები.
შეხვედრის ბოლოს მერმა სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, რომ ონის მუნიციპალიტეტი ვიზიტორთათვის არის მიმზიდველი და ძალიან საინტერესო, თუმცა კოორდინირებული თანამშრომლობით ონს აქვს იმის პოტენციალი, რომ მსოფლიო რუკაზე სათანადო ადგილი დაიმკვიდროს

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა