ონის მუნიციპალიტეტი გუშინ ღამით სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა

29.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტი გუშინ ღამით სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
ძლიერი წვიმის შედეგად, ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
ადიდებულმა რიონმა ხიდები წაიღო, დაზიანებულია საავტომობილო გზაც. რამდენიმე ადგილზე ჩარჩენილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
სტიქიის ადგილზე უკვე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.
ისინი, მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნენ სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებასა და გამოწვეულ ზიანს, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები და განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები მოსახლეობის დასახმარებლად.

 რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე, სოფელ გლოლაშიც იმყოფებოდა, რომელიც გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მან მედიკამენტები, საკვები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები დაზარალებულებს პირადად გადასცა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, სოფელ — ფარახეთის, სევის და ზუდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — შქმერის, ბოყვის, ზვარეთის, ხეითის და კვაშხიეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.