ონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდა

23.10.2026წ.

დღეს, 23 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტი გარემოსდაცვით მასშტაბურ აქციას შეუერთდა.
სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, პირველკლასელებმა დაახლოებით 15 ლოკაციაზე, ჯამში 340 ნერგი დარგეს.
გამწვანების აქციას, აგრეთვე შეუერთდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში, სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, პირამიდალური კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.
პროგრამისთვის სპეციალურად შეიქმნა ვებპლატფორმა – https://cheminergi.eiec.gov.ge/ka, სადაც განთავსებულია ინფორმაცია პროგრამის, ნერგების სახეობებისა და მათი მოვლის წესების შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია დარგული ნერგების რეგისტრაცია და მათი ადგილმდებარეობის ნახვა ინტერაქტიულ რუკაზე

Related posts

ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი იუბილარია

ონის კულტურის სახლში ფოლკლორის ცენტრის გუნდის და რაჭის სალოტბარო სკოლების კონცერტი გაიმართა

ფოლკლორის ცენტრის გუნდის რეგიონული ტურნე გრძელდება