ონის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს

18.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს.
ფორუმი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA), „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივის“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში ტარდება.
ფორუმის მიზანი რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების წარმოჩინება და პანდემიის შემდგომ პერიოდში დიალოგისა და დისკუსიის სივრცის შექმნაა, როგორც ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ისე პოტენციური ინვესტორებისთვისა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებისთვის.
ფორუმში მონაწილეობენ რეგიონის ხელმძღვანელი პირები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა, საქართველოში ავსტრიის ელჩი ტომას მიულმანი და სამხრეთ კორეაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი დანიელ მეული.

Related posts

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ ონში მდებარე რაჭის ახალი მუზეუმის შენობაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში „საჯვარეობის“ ტრადიციული დღესასწაული აღინიშნა