ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის გეგმა შეადგენდა 9 753 500 ლარს

by magda

09.12.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის გეგმა შეადგენდა 9 753 500 ლარს, წლის განმავლობაში და 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ანგარიშზე არსებული ნაშთით, გაზრდილი იქნა ბიუჯეტი 19 728 917 ლარით, კერძოდ: ქონების გადასახადის, დეპოზიტზე დარიცხული პროცენტით, სხვადასხვა ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით.
დღეის მდგომარეობით დაზუსტებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 29 482 417 ლარი.
2024 წლის დაზუსტებული ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის განისაზღვრა 20 515 600 ლარი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 70 %-ია.
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის განსაზღვრული პრიორიტეტებია:
ინფრასტრუქტურის განვითარება;
დასუფთავება და გარემოს დაცვა;
განათლება;
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content