ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული პირველკურსელი ლევან ლობჯანიძე და სოფელ შქმერის მკვიდრი ქალბატონი ნინო (ნიაზ) ნაცვლიშვილი ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა

28.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის წარმატებული პირველკურსელი ლევან ლობჯანიძე და სოფელ შქმერის მკვიდრი ქალბატონი ნინო (ნიაზ) ნაცვლიშვილი ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.
2022 წელს ჩვენი საამაყო პოეტის დიდი მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეზე, ბატონმა დავითმა დააწესა მურმან ლებანიძის პრემია, ფულადი ჯილდო, რომელიც გადაეცათ ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ორ წარჩინებულ პირველკურსელს.
დაჯილდოებას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მურმან ლებანიძის შვილიშვილი პაპუნა ლებანიძე.
მომავალ წელს მურმან ლებანიძის პრემიის გადაცემა მოხდება დიდი პოეტის სახლში, სოფელ კვაშხიეთში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა