ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობა, აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები ყოველწლიურად სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების და შეღავათების პროგრამით

09.12.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე მოსახლეობა, აგრეთვე ონის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები ყოველწლიურად სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების და შეღავათების პროგრამით :
საახალწლო – საშობაოდ – 100 ლარი გადაეცემა:
 არასაპენსიო ( 18 წლმდე ) ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს
 მრავალშვილიან (სამი და მეტი) სოციალურად დაუცველ ოჯახებს
მარჩენალდაკარგულ, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს
 ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებს
ონის მუნიციპალიტეტის მერია ჯანმრთელობას და ბედნიერ შობა – ახალ წელს უსურვებს აღნიშნული პროგრამით მოსარგებლე ყველ პირს.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს