ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ახალგაზრდები მეფუტკრეობის შესწავლის სურვილმა გააერთიანა და საინიციატივო ჯგუფი შექმნეს

31.05.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან ახალგაზრდები მეფუტკრეობის შესწავლის სურვილმა გააერთიანა და საინიციატივო ჯგუფი შექმნეს.

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ინიციატივით და დახმარებით სკოლის მოსწავლეები მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსებს გადიან.

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე სააგენტოს რეგიონული სამსახურის უფროსთან ანა კანთელაძესთან ერთად, ახალგაზრდა მეფუტკრეებს შეხვდა, მათ საქმიანობას გაეცნო, სამომავლო გეგმებზე მოისმინა ინფორმაცია და ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ონის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა გიორგი ბერუჩაშვილმა მათ ფუტკრის მოვლა უკვე შეასწავლა, თითოეულ მათგანს ოჯახში ფუტკარიც ჰყავს და თაფლის წარმოების პროცესში პირადად იღებენ მონაწილეობას.

ახალგაზრდები კოოპერატივის შექმნას, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით კი საერთო საფუტკრის და ბიო პროდუქტის წარმოებას გეგმავენ.

როგორც ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს, მეფუტკრეობის სიყვარულმა პროფესიის არჩევაზეც მოახდინა გავლენა და სწავლის დასრულების შემდგომ, რაჭაში დაბრუნებას სწორედ აღნიშნული დარგის განვითარების მიზნით აპირებენ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა