0
ცხმორი- გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა;
ფსორი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ღუნდა – გზის რეაბილიტაცია;
ბაჯიხევი – გზის რეაბილიტაცია; სანიაღვრე არხების მოწყობა;
პიპილეთი – ცხაურის მოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა და გარე განათების წერტილების დამატება;
ჟაშქვა – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სორგითი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ონჭევი – წყლის სიტემის რეაბილიტაცია.
20.04.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცხმორის და პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge
