ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

17.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეუბნის და კომანდლის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ქრისტესი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ხირხონისი – სოფლის საუბნო გზების რეაბილიტაცია;
ქორთა – სოფლის საუბნო გზების რეაბილიტაცია;
სხიერი – სოფლის საუბნო გზების რეაბილიტაცია;
კომანდელი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სანიაღვრე არხების მოწყობა;
სომიწო – სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სასაფლაოს კეთილმოწყობა;
ლაჩთა – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სანიაღვრე არხების მოწყობა;
შეუბანი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ხურუთი – სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ნიგვზნარა – სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ჭალა -გარე განათების მოწყობა;
წოლა – გზის რეაბილიტაცია;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სხდომა.