ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

15.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საკაოს, ღარის და გომის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
წმენდაური – გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა; ღარი- სასაფლაოს კეთილმოწყობა
ხიდეშლები- გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
მაჟიეთი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
საკაო – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სასაფლაოს კეთილმოწყობა
ბორცო – სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ლაგვანთა – გზის რეაბილიტაცია( ნამოსახლარი);
გომი – გარე განათების მოწყობა; სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ჯინჭვისი – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანმა , ონის მუნიციპალიტეტის მერ დავით ლობჟანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლასა და ღებში წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მიმდინარე წლის 23 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” სხდომა.