ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

14.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე – ირმა ჩიხრაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან, თავმჯომარის მოადგილე – გიორგი მარკოიშვილთან და მერის წარმომადგენელთან ერთად ღების, ჭიორის, გლოლის და უწერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა წყლის სისტემების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
ღები – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა;
პატარა ღები – გზის რეაბილიტაცია;
გონა – გზის რეაბილიტაცია;
ჭიორა – სასაფლაოს კეთილმოწყობა(კვირაცხოვლის);
გლოლა – გარე-განათების მოწყობა;
უწერა – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ნიგავზები – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ნაკიეთი – გზის რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ფარავნეში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ისე თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულებების განსაზღვრაში.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ქალაქ ონის მიმართულებით არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული მონაკვეთი დაათვალიერა და ალტერნატიული გზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო

1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება “მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა” გაიმართა