ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

14.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მრავალძლის და ბარის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა, ასევე შეხვედრები გაიმართა შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები;
მრავალძალი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
ზემო ბარი – ჭაბურღილის მოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა;
ქვემო ბარი – გარე-განათების მოწყობა, წყლის სათავე-ნაგებობის რეაბილიტაცია;
სამთისი – წყლის რეაბილიტაცია;
ხარისთვალი – სტადიონის მოწყობა;
შქმერი – სტადიონის მოწყობა, ცხაურის მოწყობა;
უშოლთა – სასაფლაოს შემოღობვა კეთილმოწყობა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებთან შედარებით პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ხელს უწყობს სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა