შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

15.03.2025წ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო