ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

10.03.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა. როგორც მერმა აღნიშნა, მოვაჭრეები საქმიანობას ბაზრის ახალ შენობაში გააგრძელებენ.
დავით ლობჟანიძის განცხადებით, ახალი აგრარული ბაზარი აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით და სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს.
როგორც მერმა აღნიშნა, აგრარული ბაზრის ახალი შენობის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას, ეკონომიკურ აქტივობას და შექმნის ერთიან, მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრს ონის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო