ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და მერის წარმომადგენელთან ერთად ფარახეთის და სორის, ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს

14.03.2025წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან და მერის წარმომადგენელთან ერთად ფარახეთის და სორის, ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ახალი ჩორდი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე-განათების მოწყობა;
ჭიბრევი – გზის რეაბილიტაცია, გარე-განათების მოწყობა;
სევა – წყლის რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია;
შარდომეთი – გარე-განათების მოწყობა;
ფარახეთი – გზის რეაბილიტაცია;
სორი – სკვერის რეაბილიტაცია;
გადამში – საუბნო გზების რეაბილიტაცია;
ჭვებარი – ჭაბურღილის მოწყობა;
ყველა დასახელებულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა