1
08.11.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დამხმარე შენობის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 100,000 ლარს შეადგენს და დასრულდება 2024 წლის ბოლომდე იგეგმება.
სოფელ მრავალძალში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის დამხმარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად მოინახულა.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი აქტიურად გაგრძელდება