ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში დასრულდა მდინარე ჯეჯორზე გადასასვლელი -‘ვატრის ხიდის’ სამშენებლო სამუშაოები

ეს დღე ირელებმა ‘ხვედიანის წმინდა გიორგის სალოცავზე’ საზეიმო ტრაპეზით აღნიშნესონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირში დასრულდა მდინარე ჯეჯორზე გადასასვლელი -‘ვატრის ხიდის’ სამშენებლო სამუშაოები.
მიმდინარე წლის 11 მაისს, მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხიდი საზეიმოდ გახსნა. ეს დღე ირელებმა ‘ხვედიანის წმინდა გიორგის სალოცავზე’ საზეიმო ტრაპეზით აღნიშნეს.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ‘ვატრის ხიდის’ აღდგენა მათთვის დიდი ხნის ოცნებას და ირისათვის,როგორც საზღვრისპირა სოფლისათვის, მნიშვნელოვან ყურადღებასა და ხელშეწყობას წარმოადგენს

 

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს