ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაკიეთში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

07.03.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაკიეთში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე, 400 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ბეტონის კუბების მოწყობას.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. პროექტი მიმდინარე წლის ივლისის თვეში დასრულდება.
“პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩვენ დავიწყეთ სოფ. ნაკიეთში მდ. რიონის კალაპოტის ფორმირება, რაც გულისხმობს მდინარის მარჯვენა სანაპიროზე დამცავი კუბების მოწყობას, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები” – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა.

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა