ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპი სამუშაოები მიმდინარეობს

20.11.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯინჭვისში გზის ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის პირველი ეტაპი სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას ისახავს მიზნად, რომელიც ონის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 569 790 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება მომავალი წლის ივლისის თვეში იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა