ონის მუნიციპალიტეტის სოფ. გლოლაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

14.11.2023წ.

დასრულდა ონის მუნიციპალიტეტის სოფ. გლოლაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელ გლოლაში მდ ჩხოჭურთან არსებული წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო არსებული რეზერვუარის წინ რკინა-ბეტონის ჭა, შესაბამისი მექანიზმით გასუფთავდა სალექარი. ასევე, კეთილმოეწყო რეზერვუარის სანიტარული ზონა შემოღობვა – გადახურვის გათვალისწინებით.
პროექტის სახელშეკრულებო თანხამ 48 635 ლარი შეადგინა. რომლის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, სოფ.გლოლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა