ონის მუნიციპალიტეტის სოფ. უწერაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

18.09.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. უწერაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი მოიცავს 5 კმ მაგისტრალური მილსადენის, სათვალთვალო ჭებისა და სეპტიკების მოწყობას.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს გარკვეული მითითებები მისცა.
აღსანიშნავია, რომ ახალი მაგისტრალური ქსელით სარგებლობას სრულად შეძლებს სოფ.უწერის მოსახლეობა.
პროექტის დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 965 000 ლარი შეადგინა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა