ონის მუნიციპალიტეტის სოფ. პიპილეთში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

09.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფ. პიპილეთში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილმა ადგილზე მოინახულეს მიმდინარე სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, მოხდება არსებული გრუნტის წმენდა მექანიზმით, მოეწყობა გზის დამცავი რკინა-ბეტონის კედელი. ასევე, ქვიშა-ხრეშით და ფრაქციული ღორღით მოხდება გზის მოხრეშვა.
მიმდინარე სამუშაოებს“ნიკოლოზ ჩაგელიშვილი”ასრულებს, სახელშეკრულებო თანხა 14 816 ლარს შეადგენს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content