ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლოლაში,ჭიორაში და ღებში ცენტრალური,სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ

05,08,2019

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლოლაში,ჭიორაში და ღებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა ,შრომის,ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე-თამარ გაბუნია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე- კახა კუჭავა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამინისტროების მიერ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს.
ხელმძღვანელებმა სოფლების მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს სხვადასხვა სფეროებში არსებული საჭიროებები, შენიშვნები და იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგეგმილია ქმედითი ნაბიჯები რეგიონში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში, ასევე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

Related posts

მოქალაქეების საყურადღებოდ

ანა ჭელიძის მორიგი წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო