ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

30/07/2026

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დეპუტატებს შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას, მიმდინარე საკითხების ოპერატიულ განხილვასა და იმ ინიციატივებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, დაგეგმილი პროექტები და საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
იმსჯელეს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებსა და სამომავლო საქმიანობის გეგმებზე.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს