ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — სორის მოსახლეობას შეხვდნენ.

28/07/2026

საუბარი შეეხო ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის, ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის და პროგრამით სარგებლობის პირობებს, ასევე მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები კომპენტენციის ფარგლებში.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში კვლავ გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ზურა ბაკურაძის სახელობის ბავშვთა მუსიკალური ფესტივალი „უნისონი 2026“ გაიმართა

სტუდენტთა საყურადღებოდ

ქალაქ ონში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა