ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ღების, ჭიორის და გლოლის მოსახლეობას შეხვდნენ.

30/06/2026

შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირებისთვის, ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი და პროგრამით სარგებლობის პირობები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინეს არსებული საჭიროებები, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა