ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თორნიკე სამხარაძესა და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა

03.02.2026წ

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა მაისურაძე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თორნიკე სამხარაძესა და მესამე საპრიზო ადგილის მფლობელ ლუკა გუგეშაშვილს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში,პაატა მაისურაძემ წარმატებულ სპორტსმენებს,მიღწეული შედეგები მიულოცა და მათ შრომასა და მიზანდასახულობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს,როგორც სპორტის, ისე მუნიციპალიტეტის სახელის პოპულარიზაციაში.
სპორტსმენებს წარმატებები ასევე მიულოცეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ლობჟანიძემ, მერის მოადგილეებმა ლევან შერაზადიშვილმა და ირმა ჩიხრაძემ, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მარკოიშვილმა.
შეხვედრის დასასრულს სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები და მადლობის სიგელები გადაეცათ.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს