0
04.12.2025წ
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი,მერ დავით ლობჟანიძესთან და პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად,ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ორბას“ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
კონცერტი გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა.
ანსამბლმა სოლო კონცერტი თავისი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს მიუძღვნა. ბაჩანა მარკოიშვილმა ანსამბლს მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და აღნიშნა „ორბას“ წვლილი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაში და რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურებაში.
ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
