1
15.11.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტის საკაოს თემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა ადგილზე მოინახულა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 4 600 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასრულება 2026 წლის თებერვლის თვეში იგეგმება.